Pages

კარბონარა სოკოთი


იღებთ ბეკონის 4-5 ნაჭერს და ჭრით სიგანეზე არც თუ წვრილ ზოლებად.
ჩაუშვებთ უცხიმო ტაფაში და შუშავთ დაბალ ცეცხლზე..
იღებთ სოკოს (დაკონსერვებული ქამა სოკო), ჭრით წვრილად და ამატებთ ტაფაში, ბეკონთან.
ზედ დაურთავთ 1-2 კბილ (გახეხილ--გაჭყლეტილ) ნიორს და შუშავთ..
თუ ბეკონი ძალიან ცხიმიანი არაა და მიგაჩნიათ, რომ ცხიმი გაკლდებათ, ჩაუმატეთ ცოტაოდენი კარაქი ან ზეითუნის ზეთი - თქვენი სურვილის, პირის გემოს ან თუნდაც 'ახირების' მიხედვით. :-)

სოკო რომ თითქმის ჩაიშუშება, მოაპკურეთ ზემოდან რამოდენიმე ათეული გრამი თეთრი ღვინო და დატკბით სურნელით :yami:

პარალელურად: აიღეთ კვერცხის ცილა (მხოლოდ ცილა!) და კარგად ათქვიფეთ ფიალაში;
მასშივე ჩაასხით იგივე მოცულობის ნაღები და კარგად აურიეთ ერთმანეთს..

სოკო რომ მზად იქნება, დაამატეთ 100 გრამამდე მდნარი ყველი, ნაღებისა და ცილის ნარევი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ კიდევ 5 წუთი.
შეაზავეთ მარილითა და პილპილით (გემოვნებით), ცოტაოდენი უცხო სუნელითა და ორეგანოთი.

მოასხით მოხარშულ სპაგეტის და მიირთვით გემრიელად!ნაღების მაგივრად არაჟანი ვუქენი

ბონ აპეტიტ!

http://forum.ge/?showtopic=34592531&f=&st=1230&#entry39570855 LUTA

კარბონარას აუცილებლად უნდა ღორის ღაბაბის ნაწილი, გამოყვანილი ( და არა ბეკონი )

დაჭრი პატრა ნაჭრებად და დაყრი ტაფაზე . სხვა ცხიმის დამატება არ უნდა . როცა რაიბაწება ( ძალიან არ დაბარაწო ოღნდ ) გადადგი რომ ტემპერატურად დაბლა წავიდეს 
2-3 კვერცხს გათქვიფავ დახეხილ ყველთან და შავ პილპილთამ ერთად და დაასხამ ზემოდან. შემდეგ დააბრუნე ცეცხლზე , დაბალზე და ურიე სანამ კრემივით მასა არ გამოვა .

კვერცხი არაფრით არ უნდა აიკუწოს . შემდეგ კი აურიე პასტაში (სპაგეტი ). სულ ესაა . 

ორიგინალში აუცილებლად უნდა პეკორინო. და პარმიჯანო . პეკორინო არის პარმიჯანოს სტილის ყველი ოღონდ ცხვრის რძით დამზადებული.
ტიპიურია რომის მხრის ხალხისათვის . კარბონარაც ამ რეგიონოს კერძია . 
ეს არის ნამდვილი რეცეპტი . თუმა ყველამ შეიძლება მოარგოს თავის გემოვნებას , ვისაც როგორ მოსწონს და რა ინგრედიენტებზეც 
მიუწვდება ხელი. მერე თეთრი ღვინოც დამიმატებია. ძალიან უხდება .

წყარო  ბეჭდვა


საწებელები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze