Pages

ნივრის სოუსი ჩეხურად გემრიელია ქათმის ხორცით განსაკუთრებით თუ გარნირად შემწვარი კარტოფილია


10 გრ ცხიმი (ორიგინალურ რეცეპტში სალა წერია, მაგრამ მე კარაქი გამოვიყენე)
1 (არა თავმობმული) ს.კ. ფქვილი
30 გრ ხახვი
3-4 კბილი ნიორი
200 გრამი რძე
1 ს.კ. ლიმონის წვენი
10 გრ შაქარი
მარილი - გემოვნებით
50 გრ თეთრი ღვინო (ეს ჩემი იდეა იყო, შეგიძლიათ ღვინის გარეშეც გააკეთოთ)

გაადნობთ ცხიმს, დაუმატებთ ფქვილს და კარგად აურევთ.
დაამატებთ წვრილად დაჭრილ ხახვსა და გახეხილ ნიორს და შუშავთ მზადყოფნამდე.
ამატებთ რძესა და შაქარს და დაბალ ცეცხლზე ადუღებთ 20 წუთით, თან მუდმივად უნდა ურიოთ.
'შუა გზაზე' უმატებთ თეთრ ღვინოს (თუ სურვილი გაქვთ, თუ არა - ეს პუნქტი გამოტოვეთ).
ბოლოს უმატებთ ლიმონსა და მარილს და სოუსიც მზადაა.

ძალიან გემრიელია ქათმის ხორცთან, განსაკუთრებით თუ გარნირად შემწვარი კარტოფილია


გაამოთ!

წყარო  ბეჭდვა


საწებელები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze