Pages

გუაკამოლე უგემრიელესი მექსიკური საწებელი


 ავოკადო

1 პამიდორი

1 პატარა ხახვი

1 ს.კ ლაიმის ან ლიმონის წვენი

1 კონა ქინძი

წითელი ჩილი, 2-3 სმ ნაჭერი

მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

შევარჩიოთ მწიფე, საღი ავოკადო: ის უნდა იყოს რბილი, მუქი მწვანე ფერის. გავჭრათ შუაზე, ამოვუღოთ კურკა, რბილობი კი კოვზით ამოვაცალოთ.

პამიდორს გავაცალოთ კანი და ზედმეტი სითხე თესლებიანად. დავჭრათ წვრილ კუბიკებად. წვრილადვე დავჭრათ ხახვი, წიწაკა და ქინძი.

ჩანგლით ავსრისოთ ავოკადო, დავამატოთ დაჭრილი ბოსტნეული და მწვანილი, შევაზავოთ ლიმონის /ლაიმის წვენით, მარილითა და პილპილით

შეგვიძლია ბლენდერიტაც ავურიოთ ყველაფერი უფრო ერთგაროვანი სტრუქტურისთვის. ზოგიერთ რეცეპტში არ გვხვდება პამიდორი, თუმცა ძალიან უხდება.

მექსიკელები გუაკამოლეს სიმინდის ჩიფსებთან  ერთად მიირთმევენ, თუმცა შეგვიძლია მივირთვათ როგორც ხორცთან, თევზთან, ქათამთან სოუსად, ასევე ბუტერბროდის სახით,პურზე ან მექსიკურ TORTILLA ზე  გადასმული.

მექსიკური TORTILLA ს ბმული მოიძიეთ ცომეულობის განყოფილებაში

 

წყარო  ბეჭდვა


საწებელები

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze