აჯიკა ჭარხლით
2 კგ.წითელი მწარე პილპილი.
2 კგ. ბულგარული პილპილი.
1 კგ.სტაფილო.
1 კგ. ჭარხალი.
200 გრამი ნიორი.
1 ლიტრი ზეთი.
800 გრამი ტომატი.
მარილი,ხმელი ქინძი,მშრალი წითელი წიწაკის ფხვნილი გემოვნებით.
1.გაატარეთ მწარე და ბულგარული პილპილი,სტაფილო,ჭარხალი,მოათავსეთ დრუშლაგზე,წვენი გადაასხით.
2.დაწურული მასა მოათავსეთ ცხელ 1 ლიტრა ზეთიან ქვაბში,დუღილს რომ დაიწყებს ჩაამატეთ ნიორი,ტომატი,მარილი,სუნელები.დააგემოვნეთ,თუ სიმწარე არ გყოფნით,დაამატეთ მწარე წიწაკის ფხვნილი.მიიყვანეთ სასურველ გემომდე.გააგრძელეთ დადუღება,ხშირად მოხადეთ ქაფი.
გამზადებული აჯიკა ჩამოასხით პირთამდე სტერილიზებულ ხრახნიან ქილებში,დაახურეთ სტერილიზებული სახურავი./შეამოწმეთ სახურავები ახალი და დაუზიანებელი უნდა იყოს.
3.გაამოთ! თუ მოზარდები გყავთ,მოეწონებათ.