Pages

თაფლში შემწვარი სტაფილო


მარხვის დღეებში ამაზე უკეთეს გარნირს ვერავინ მოამზადებს... ასე, რომ ვიტამინების და სიჯანსაღის ბუკეტი თქვენს თეფშზე ასე მოამზადეთ!

გათალეთ 500 გრამი ქორფა, ჯანსაღი სტაფიილო. დაჭერით სასურველ ფორმებად და ნახევარი გამოსაცხობ ქაღალდზე დაყარეთ. მოასხით ცოტა ზეითუნის ზეთი და 1 სუფრის კოვზი თაფლი. მოაყარეთ მარილი, პილპილი და ხმელი როზმარინი, ან ხმელი ქინძი. გაჭერით შუაზე დიდი მანდარინი, დააწურეთ სტაფილოს წვენი და გამოწურული მანდარინიც სტაფილოს დაადეთ. დაადეთ ზედ 2 სუფრის კოვზი კარაქი (ან სამარხვო კარაქი) და დაამატეთ დარჩენილი დაჭრილი სტაფილო.

ქაღალდის ზედაპირის, რომელიც გადახვევის დროს სტაფილოს მხარეს მოექცევა, გადაუსვით აღქვეფილი კვერცხის ცილა (მარხვის დროს უკვერცხოდ შეწვით!) - ცილა წვის პროცესში სიმხურვალეს „დაიჭერს“ და სტაფილო უკეთ ჩაიშუშება.

კარგად გადაუკეცეთ ქაღალდს ბოლოები, შეგიძლიათ დაამაგროთ სტეპლერით;))) ისე, რომ სტაფილო გარგად მოამწყვდიოთ ვაკუუმში.

გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, 45 წუთი.

გამოიღეთ, ქაღალდი მჭრელი დანით გადაჭერით, ფრთხილად სიღრმიდან ამოვარდნილმა სიმხურვალემ ხელი არ დაგწივათ...

წყარო  ბეჭდვა


სამარხვო

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze