Pages

სამარხვო კრუასანები(საფუარზე და ზეთზე)


  • ფქვილი - 6 ჭიქა ან ცოტა მეტი (250 გრამიანი)
  • საფუარი - 2 სუფრის კოვზი
  • შაქარი - 1.5 ჭიქა (250 გრამიანი)
  • ვანილი, მარილი
  • ზეთი - 1/2 ჭიქა (250 გრამიანი)
  • თბილი წყალი - 1.5 ჭიქა (250 გრამიანი)

გულსართისთვის:

 ჯემი ან შოკოლადი

ვამზადებთ აპარას: წყალი + საფუარი + 2 ჭიქა ფქვილი შევურიოთ ერთმანეთს და დავდგათ 1 საათით ასაფუებლად (მე 6 წუთიანი საფუარი მაქვს და ამიტომ უფრო მალე ამოფუვდა)

აპარა როცა მზად იქნება ჩაასხით ზეთი .... ჩაყარეთ შაქარი ... ვანილი .... მარილი

დაამატეთ დანარჩენი (4 ჭიქა) ფქვილი და მოზილეთ ცომი

ცომიან ჭურჭელს გადააფარეთ საკონდიტრო 'ცელოფანი' და შედგით მაცივარში 1 საათით ....

გამოიღეთ გადაზილეთ და ისევ 1 საათით შეუძახეთ მაცივარში

ეს დრო რომ გავა გამოიღეთ .... გადაზილეთ და ცოტა ხანი დაივიწყეთ .... ოდნავ რომ შეთბება ეს ცომი გაყავით 4 გუნდად ..... თითო გუნდა გააბრტყელეთ თხელ ფენად (მიახლოებით პიცის ცომისნაირად) და დაჭერით 8 სამკუთხედად

შემდეგ სურვილისამებრ ჩაუდეთ გულსართი (ჯემი, შოკოლადი) და გადაახვიეთ ფართე მხრიდან ... მიეცით კროასანის ფორმა და დაასვენეთ ეს ფუნთუშები 15 წუთით ....

შემდეგ გამოაცხეთ 180-190 გრადუსზე (საშუალო ცეცხლზე) .... სადღაც 15 წუთის განმავლობაში ქვემოდან და როგორც კი ნახავთ რომ ძირი გამოუცხვება ჩართეთ ცეცხლი ზემოდან და დაბრაწეთ გემრიელად

 

croissant სამარხვო და არასამარხვო ვარიანტი http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1748&Itemid=55

წყარო  ბეჭდვა


სამარხვო

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze