Pages

პეჩენიები კონფიტიურითThumbprint Cookies 2 varianti


ინგრიდიენტები

200 გრ.კარაქი
2 კვერცხის გული
0,5 ჩ.ჭ. შაქარი
1,5 ჩ.ჭ. ფქვილი
ვანილი
ცოტა მარილი
ნიგოზი დაფქვილი ოდნავ მსხვილად

გათქვეფილი 1 კვერცხის ცილა

 

მომზადების წესი
შაქარი და კარაქი გავთქვიფოთ კარგათ,სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხის გულები,დავამატოთ ფქვილი,მარილი და ვანილი,მოვზილოთ ცომი,ჩავდოთ პარკში და 1 საათით მაცივარში შევდოთ.
გამოვიღოთ,მოვამზადოთ 2 სმ.ბურთები,ამოვავლოთ კვერცხის ცილაში,მერე ნიგოზში,დავდოთ პერგამენტით დაფენილ, თუნუქის ფურცელზე და თითით ჩავაღრმაოდ,ჩაუდოთ კონფეტიური ან ჯემი.
გამოვაცხოთ 200გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.
დამატებითი ინფორმაცია
მე ჯერ 8-10 წუთი ვაცხე მერე გამოვიღე და კიდევ ერთხელ ჩავაღრმავე+ჩაუდე გულსართი და გავაგრძელე ცხობა. ჩაღრმავება გაუკეთე საბრტყელებლის ბოლოთი,ანუ ამოვაბრუნე და ცომის რგოლში ჩავარჭე :) პ.ს. არც სოდა უნდა და არც გამაფხვიერებელი. თუ ცომი არიკვრება,ანუ კვერცხის გულებია პატარა ზომის,დავამატოთ ერთი კვერცხის გული.

პეჩენიები ქოქოსის ფანტელით და კონფიტიურით (სამარხვო) http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=571&Itemid=55

340გრ.კარაქი (მარგარინი დაჩა)

1 ჩ.ჭ შაქარი

390 გრ.ფქვილი

მწიკვი მარილი

ვანილი

ამოსავლებად:

200 გრ.ქოქოსის ფანტელი



შენიშვნა: ხსნილის დროს, შეგიძლიათ ქოქოსი ამოავლოთ 1 ცალი კვერცხისა და 1 ჩ.კ.რძის ნაზავში
მომზადების წესი

გავთქვიფოთ კარაქი და შაქარი,ცოტა ჰაეროვან მასამდე.

დავამატოთ მარილი,ვანილი,ფქვილი.კოვზით ამოურიოთ და მივიყვანოთ ერთგვაროვან მასამდე.

გადავიტანოთ პარკში,მივცეთ მილისებური ფორმა და დაახლოებით სამი თითის სიმაღლე.შევდოთ ცომი მაცივარში ერთი საათით(მე ღამე მოვზილე და დილამდე დავტოვე მაცივარში).

გამოვიღოთ ცომი მაცივრიდან და მოვჭრათ დაახლოებით თითის სისქეზე ოდნავ მეტი ზომის რგოლები.ამოვავლოთ გათქვეფილ რძიან კვერცხში,მერე ქოქოსში,დავალაგოთ პერგამენტის ქაღალდზე(3 სმ.დისტანციის დაცვით),დიდი თითით გაუკეთოთ ჩაღრმავება და ჩაუდოთ ჯემი,ან კონფიტიური.

შევდგათ გახურებულ 180გრადუსამდე ღუმელში და გამოვაცხოთ 20-25 წუთის განმავლობაში.

წყარო  ბეჭდვა


სამარხვო

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze