Pages

გახეხილი პეროგი ვაშლით:სამარხვო


მასალა: 2 ჩ.ჭ ფქვილი, 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი, 2/3 ჩ.ჭ. შაქარი, 120 გრამი მარგარინი.
გული : ვაშლი გათლილ-გახეხილი 4-5 ცალი, ან ვაშლი ცოტა ჩაშუშული, ან ნებისმიერი ჯემი, ან სქელი მურაბა. 
მომზადება:
ფქვილი გავცრათ+გამაფხვიერებელი+შაქარი და გახეხილი მარგარინი.
კარგად ავურიოთ სანამ ქადის გულის მაგვარი არ გახდება.
გამოცხობა:
მე გავაკეთე ორმაგი და გამოვაცხვე ჟაროვნაზე - იდეაში ფორმაში ცხვება.
ცომის 2/3 დავყრით ფორმაზე და ხელით დავტკეპნით. გავანაწილებთ გულს და თავზე მოვაყრით დარჩენილ 1/3.
ცხვება ნახევარ საათზე ცოტა მეტში.

წყარო  ბეჭდვა


სამარხვო

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze