Pages

შტრუდელი


600 გრ. ფქვილი
200გრ. კარაქი(მარგარინი)
2 ს.კ. ძმარი
100 მლ. თბილი წყალი

მოვზილოთ ცომი,გავახვიოთ საკვებ ცელოფანში და მაცივარსი შევდოთ 30 წუთით.

გულსართი:
150 გრ. ნიგოზი(დაქუცმაცებული)
100-120 გრ. კუნჟუტი(მოხალული ცოტათი)
150 გრ. ქიშმიში
0,5 ჩ.ჭ შაქარი
ლიმონის ქერქი
4 ს.კ. გარგლის კონფეტიური

გავყოთ ცომი ორად,გავაბრტყელოთ თხლად გადუსვათ გამდნარი ,,დაჩა,, ან ზეთი.
მოვაყაროთ გულსართის ნახევარი ,ცომის 1/3 ნაწილზე და მოვახვიოთ რულეტივით.
მოვათავსოთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე შტრუდელები,გადაუსვათ გათქვეფილი კვერცხი(სამარხვო ვარიანტში მარგარინი).
შევდგათ გამოსაცხობათ ღუმელში 20-25 წუთით 220 გრადუსზე.

გამოდის ფხვიერი ცომი და ტკბილი გულსართი.

წყარო  ბეჭდვა


სამარხვო

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze