Pages

თეთრი ღვინის სოუსი მოხარშული თევზისთვის


თევზს რო მოხარშავ(დაფნით აუცილებლად), ამოიღე თევზი და მის ნახარშს ნუ გადაასხამ, შემდეგ მოხალე პურის ფქვილი (თვალით ქენი-ასე ნახევარი ჩაის ჭიქა ან მეტი), ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი მოშუშე თავდახურულად, შემდეგ ხახვს დაასხი გაგრილებული თევზის ნახარში ცოტა ოღონდ, დაამატე თეთრი ღვინო-თეთრი აუცილებლად! და ნელ-ნელა ჩააყარე მოხალული ფქვილი, ურიე რომ არ დაკურკუშელავდეს, წამოდუღდეს, დაამატებ მარილს და შავ წიწაკას-ეგ ძაან უხდება, და სოუსი მზადაა./ ამ სოუსის სისქეს თვალით ვაყენებ ხოლმე, ხან სუპივით მინდა, ხან სქელს ვაკეთებ და წებოვანს(ანუ პურის ფქვილი მეტი უნდა ასეთ დროს), შემდეგ ჩაალაგებ თევზს, ნუ უგემრიელესი რამაა, მარხვაშიც ხშირად ვაკეთებ. უი კინაღამ დამავიწყდა, ეგ სოუსი რო დუღს ბოლოსკენ 2-3 ნაჭერი ლიმონიც უნდა ჩააყოლო, ძაან არომატული იქნება!

ეს სოუსი უხდება ორაგულსაც, კანგაცლილ კეტასაც, სკუმბრიასაც. ხორციან თევზებს

წყარო  ბეჭდვა


სამარხვო

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze