Pages

სამარხვო კრემი


1 ლ წყალი

• 6 ს.კ.ფქვილი;

• 120 გრ.შაქარი;

• 100 გრ.კარაქი ან მარგარინი (სამარხვო);

• ვანილი;

• 1 ჩ. ჭ. მოხალული დაჭრილი ნიგოზი;  1 ფილა სამარხვო შოკოლადი.


კრემის მომზადება:
ქვაბში ჩაყარეთ ფქვილი, შაქარი და დაასხით თბილი წყლის ნახევარი. მორევით აქციეთ ერთიან მასად და დაამატეთ დარჩენილი წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ გამუდმებით, ხის კოვზით. არ უნდა მიგეწვათ. თანდათანობით მასა შესქელდება, რომ წამოდუღდება გადმოდგით ჩაატეხეთ სამარხვო შოკოლადი გადაურიეთ და გააცივეთ.
კარაქი ცალკე ათქვიფეთ ძალიან კარგად გათეთრებამდე, დაამატეთ ცოტა ალკოჰოლი (1 სუფრის კოვზი) და ულუფობით შეათქვიფეთ მოხარშული, გაციებული მასა, შეიძლება კაკაოც დაუმატოთ. ბოლოს შეურიეთ ვანილი, დაამატეთ ნიგოზი. 
----------------------

წყარო  ბეჭდვა


სამარხვო

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze