ქინძისა და ნიგვზის საწებელი შემწვარი თევზისთვის
ქინძი - მოზრდილი კონა
ძმარი - 1 ან 2 სუფრის კოვზი
გადადუღებული, გრილი წყალი 200-300მლ
ნიორი - 2 ან 3 კბილი
ნიგოზი 10-15 ლებანი
მარილი
წიწაკა
პიტნის 3-4 ფოთოლი
ბლენდერის ჭიქაში ჩაასხით წყალი, დაამატეთ ჩამოთვლილი პროდუქტები .
დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ქინძი, ძმარი, მარილი, წიწაკა ნაწილი მოიტოვეთ.
გასინჯეთ სოუსის გემო,კონსისტენცია.
საჭიროების შემთხვევაში დაუმატებთ რასაც ჩათვლით საჭიროდ.
შეწვით თევზი და ჩაწყვეთ მომზადებულ საწებელში, ან ცალ-ცალკე მიიტანეთ სუფრასთან.